10 მილიონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის - ვაშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:50, 08 May, 2017     2434
ახალი საქართველო თბილისის მერიას, გამგეობებს და თბილისის საკრებულოს კორუფციაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძემ დღეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გახსნილ უფასო სასადილოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.


ვაშაძის მტკიცებით, 39 ათას 251 რეგისტრირებული ბენეფიციარიდან 20 ათასზე მეტი უფასო სასადილოებით არ ან ვერ სარგებლობს, მერია კი 39 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის განკუთვნილ თანხას ურიცხავს კომპანიებს.

ახალი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ 10 მილიონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის.

„საქმე ეხება უფასო სასადილოებს, რის ხარჯზეც ყოველწლიურად, დაახლოებით 8-10 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ გამგეობის, მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სისტემური კორუფციის უპრეცენდენტო სქემა, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი. კერძოდ, საქმე ეხება 39 251 ბენეფიციარს, რომლებიც თითქოსდა უფასოდ უნდა იკვებებოდეს ყოველდღიურად თბილისში. სამწუხაროდა, მონიტორინგის შედეგებმა დაადგინა, რომ ნახევარზე მეტი, 20 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რიგი ბარიერებისა და ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გამო, ამ უფასო სასადილოებში ვერ ან არ დადის. მერია კი უკლებლივ თითოეულ თეთრს ურიცხავს კომპანიებს ყოველთვიურად, შესაბამისად, წელიწადში 16-17 მლნ ლარს. აქედან 8-10 მლნ ლარი ნაწილდება სწორედ კომპანიის წარმომადგენელებზე, მაღალი თანამდებობის პირებზე და მათზე, რომლებიც ამაზე დგანან. ხელოვნურად არის შექმნილი პირობები, როდესაც 7 ათასზე მეტი ადამიანი თითქოსდა იმყოფება უფასო სასადილოების რიგში“, - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42