საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიცე პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.საქართველოს მთავრობის მეთაურს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონიც უმასპინძლებს.დაგეგმილია პრემიერმინისტრის შეხვედრები სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და კომერციის მდივანთან.
„საუბარი იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო პერიოდში ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, თუნდაც ის წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. 30-მა კონგრესმენმა მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს ჩვენ გვაძლევს რწმენას, რომ ეს მხარდაჭერა არის შეუქცევადი და მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






