"ღამის მგლები" გურიაში თავისუფლად დადიან- ,,გეორგიევსკის ლენტები ჩამოვართვით და დავწვით”
პოლიტიკა - 21:45, 07 May, 2017     19122
ლანჩხუთში "ღამის მგლები" გამოჩნდნენ, დღეს დაჯგუფების ორი წევრი რამდენიმე წუთის განმავლობაში ლანჩხუთი-ბათუმის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის ენმ-ის ლიდერები ავრცელებენ და დამადასტურებელ ფოტო-ვიდეო მასალასაც ავრცელებენ.

როგორც ენმ-ის ლიდერი ოზურგეთში, საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ორი ბაიკერი მათ სოფელ ლესის ტერიტორიაზე შენიშნეს, მოგვიანებით კი ლანჩხუთის ცენტრში მათ ე. წ გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს და დაწვეს:

"ორი ბაიკერი იყო, "ღამის მგლების" დაჯფუგების წევრები, რადგან ტანსაცლემზე ჰქონდათ სპეციალური ლოგოები და ეკეთათ ე. წ გეორგიევსკის ლენტები. რასაც მანქანიდან ვაკვირდებოდით, გააჩერა პატრულმა, შეუმოწმა საბუთები და გაატარა ჩვეულებრივად. ჩვენ უკან გავყევით, ლანჩხუთის ცენტრთან მოძრაობა იყო შეზღუდული და ბაიკერები გაჩერდნენ. მივედით მათთან და ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ისინი "ღამის მგლების" წევრები. დაგვიდასტურეს რომ იყვნენ. ლოგოები ეკეთათ ქურთუკზე და ჰქონდათ ასევე გეორგიევსკის ლენტები. გამოვართვით ის ლენტები და მათი თანდასწრებით დავწვით, ავუხსენით რომ ეს იყო რუსული პროპაგანდის ნაწილი და ეს ჩვენთვის იყო მიუღებელი. თავისუფლად გააგრძელეს მოძრაობა. ხელისუფლებამ ნაცარი მოგვაყარა თვალებში. მათთვის მთავარი ის არის, რა ასიამოვნოს კრემლს და როგორ გაუწიოს ანგარიში რუსეთის ლიდერს. გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ქვეყანაში არ შემოვიდოდნენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, "ღამის მგლები" გურიაშიც თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც მოწმობს იმას, რომ ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას უბრალოდ ეთამაშება"-გვითხრა დავით მჟავანაძემ.

"გურიის მოამბეს" გასულ კვირასაც მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ბაიკერები სოფელ ლესაში გამოჩნდნენ. ექვსი ბაიკერი მაშინ ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ მაშინ მათ არც სპეციალური ლოგოები ჰქონდათ ტანსაცმელზე და არც ლენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42