აბესაძემ ახალი რედაქციის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის უსამრთო სისტემა, სადაც დაბალი პროცენტის მიღების შემტხვევაშიც კი პარტიას შეუძლია მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
,,პოზიციას, რომელსაც ვახმოვანებთ მე და ბატონი ზურაბი, არ გვეკუთნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. გუშინ სამთავრობო გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას 85-მა არასამთავრობო ორგანზაციამ განუცხადა, რომ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა კვლავ არსებითად არის უსამართლო და რის გამოც ჩვენ ვცვლით საპარლამენტო საარჩევნო სისტემას, არის უსამართლო შედეგი, როდესაც რეალური ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამიტომაც გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პროპორციული ნიშნავს სისტემას, სადაც პარლამენტი უნდა კომპლექტდებოდეს ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულად. ჩვენ გთავაზობთ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამოვკითხოთ საზოგადოება. გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში მათი აზრი, რომელიც უფრო არის პოლიტიკური მნიშვნელობის, ვიდრე სამართლებრივი ნიუანსებით დახუნძლული,’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძემ უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს მიმართა და შეახსენა, რომ საქართველოს არასოდეს ყოლია ხელისუფლება, რომელსაც 50%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა. აბესაძე 5%-იანი ბარიერის თემასაც შეეხო და ხელისუფლების მხირდან სხვა ქვეყნების მაგალითის მოყვანას არასწორი არგუმენტი უწოდა, რადგან მისივე განმარტებით, იმ ქვეყნებში სადაც 5%-იანი ბარიერი მოქმედებს, მანდატები პროპორციულად ნაწილდება ყველა გასულ პარტიაზე.
„დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს სამწუხაროდ. არასდროს ხელისუფლებაში არ ყოფილა პარტია, რომელმაც 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება სისტემას, ჩვენ გამოდის ვთანხმდებით, რომ სისტემა არსებითად იძლევა შესაძლებლობას, თუნდაც იმ 20%-ის ან მეტი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი ბონუსი მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ,“ - ამბობს აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






