„საარჩევნო სისტემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა“ - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 16:14, 07 May, 2017     1643
„საარჩევნო სისტემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა“ - ამის შესახენ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ტარდება რეფერენდუმი, ამიტომ, პარტიამ წამოაყენა იდეა პლებისციტის ჩატარების, სადაც ჭიაბერაშვილის განმარტებით, ნათელი გახდებოდა, რომელ მიმართულებას უჭერს მოსახლეობა მხარს.

,,რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნა ყიფილიყო და შემდეგ ჩატარებულიყო განხილვები. პარტიები არსებულ კონსტიტუციას იწუნებდნენ, რადგან არსებული კონსტიტუცია იწვევს ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. თუ ვცვლით, ეს უნდა გამოირიცხოს. სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ რა პროცენტიც მისცა ხალხმა ხმა პარტიას, იმ პროცენტის ადგილები ჰქონდეს პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ სწყინს, მაგრამ ასეთი სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას. ამ ცვლილელებით, პარტიამ შესაძლოა მიიღოს 30 პროცენტი და მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარებით მოხდება, როგორც ახლაა ეს, თუ ამ ცვლილებებით?! ჩვენ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილს მუსოლინის სისტემა დავარქვით. დარწმუნებული ვარ ვენეციის კომისიას ამ ნაწილში ექნება კრიტიკული შენიშვნები, როდესაც ვლაპარაკობთ პრეზიდენტზე, აქაც თუ ჩვენი ამოცანა არის რომ მთავრობის ხელში, პარლამეტში ერთი პარტიის ხელში არ მოხდეს ძალაუფლების ზედმეტი კონცენტარაცი, რა უშლის ხელს რომ პრეზიდენტთან დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომელიც დღეს არის განსაზღვრული, მითუმეტეს რომ თავად პარლამენტის თავჯდომარემ თქვა დღეს პრეზიდენტს ისედაც არაფერი არ ეკითხება. მთავარი პრობლემა რასაც დღეს პრეზიდენტი ქმნის არის ვეტოს უფლება, მადლობა ღმერთს აქამდე არ წავიდა „ქართული ოცნება“ რომ ვეტოს უფლებაც წაართვას პრეზიდენტს“ -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42