„მე არცერთხელ არ ვყოფილვარ ლოიალური რუსეთის იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის მიუღებელი. არცერთი საზღვრის გადმოწევის თემაზე მე ლოიალური არ ვყოფილვარ და ვიყავი, პრაქტიკულად, თითქმის გამონაკლისი პოლიტიკოსებს შორის, რომელიც მუდმივად ვამბობდი იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია ე.წ. საზღვრის გადმოწევის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ე.წ საზღვრის გადმოწევას და ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეაჩერებს. მისი თქმით რუსეთი რომ აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებების მიღებას სერიოზულად ცდილობდეს, ის ამას მიღწევდა და ოკუპირებულ ტერიტორიებს უფრო მეტი აღიარებები ექნებოდა. მისი თქმით აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება მისასალმებელია თუმცა ეს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას ვერანაირად ვერ მოაგვარებს.
"კიდევ ერთხელ მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო აშშ-ის კონგრესმა და სენატმა და კარგია, რომ ამას ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, მაგრამ ეს ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ წაგვწევს წინ აფხაზეთის და სამაჩაბლო პრობლემის მოგვარებაში... ჩვენ არ უნდა დაგვაბრმაოს რუსეთზე გაბრაზებამ და უნდა გავარჩიოთ ავი და კარგი. ბოლოს იმასაც ვიტყვი და არ შევშინდები, თუ ჩვენ არ გადავაბიჯეთ საკუთარ ურაპატრიოტიზმს და არ დავიწყეთ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება, არ უშველის ამერიკაში მიღებული კარგი კანონი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას.”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
მასალის გამოყენების პირობები






