ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ფეისბუქის გვერდზე viber-შეტყობინებას ავრცელებს, რომელიც მისმა ქალიშვილმა მიიღო და ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილის შინაარსისაა. გზავნილი როგორც ირკვევა ვინმე ალინასგანაა.,,ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელწფონის ნომერიც. ამ ნაბიჭვრებს რეკლამა რომ არ გაუკეთო. WTF????? გძინავთ ხალხო? რა ჯანდაბაა ესა???
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“ - წერს დაჩი გრძელიშვილი.ვინ სთავაზობს ახალგაზრდებს ნარკოტიკულ საშუალებას და რანდენად არის საქმის კურსში შს სამინისტრო. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით შსს ინფორმირებული და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა შეტყობინების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






