„როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა „როგორც საქართველოსთან კონფლიქტში მონაწილე მხარისა“. ამგვარად, ამ გადაწყვეტილებით პირველად იქნა დაფიქსირებული, რომ „კონფლიქტი მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის“
სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ევროპის საბჭოში უფრო მეტად ითავისებენ საქართველოს ოფიციალური პირების პროპაგანდისტულ რიტორიკას და ამას მსხვერპლად წირავენ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. მხოლოდ ერთი მხარის თვალსაზრისის გათვალისწინება, ევროპის საბჭოს აქცევს თანამონაწილედ იმ უკანონო ქმედებებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა აფხაზეთთან მიმართებაში.
საჭიროა შევახსენოთ ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიმღებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ საქართველო-აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში და ასევე 2008 წლის შეიარაღებული აგრესია ინიცირებული იქნა ქართული მხარის მიერ, რომელსაც აკისრია სრული პასუხისმგებლიბა ამ შეიარაღებულ კონფლიქტის ყველა შედეგზე.
როგორც ჩანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 1992-1993 და 2008 წლების მოვლენებთან დაკავშირებით იმ მცდარი წარმოდგენების ტყვეობაში აღმოჩნდა, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები ნერგავენ და რომლითაც საქართველო ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას შეუქმნას აზრი, რომ არ არსებობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და იყო მხოლოდ ქართულ-რუსული. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ევროპული სტრუქტურები აკეთებენ აბსოლუტურად უსაფუძვლო და რეალობასთან შეუსაბამო დასკვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთი მოუწოდებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეინარჩუნოს ობიექტურობა მსგავსი დოკუმენტების მიღების დროს. გარდა ამისა, ვურჩევთ ევროპულ სტრუქტურებს უარი თქვან საქართველოს ოფიციალური პირების გაცვეთილი კლიშეების გამოყენებაზე და ინფორმაციის ობიექტურ ალტერნატიულ წყაროებს მიმართონ.
ჩვენ ასევე გვინდა შევახსენოთ, რომ არსებული რეალობის აღიარების გარეშე, რომელშიც აფხაზეთის რესპუბლიკა წარმოადგენს რეალურად მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტს, შეუძლებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციის ადეკვატური შეფასება. ევროპული სტრუქტურების მსგავსი ცალმხრივი და მიკერძოებული მიდგომამ და საქართველოს მიმართ მხარდაჭერამ , შესაძლოა საბოლოო ჯამში ჟენევის დისკუსიების ჩაშლა გამოიწვიოს, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთისა და საქართველოს შორის დიალოგის ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმას.“- აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






