საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვა დღეს რაჭაში გრძელდება. საორგანიზაციო კომისიის წევრები ქვეყნის მთავარი დოკუმენტის რეფორმირების შესახებ მოსახლეობას ინფრომაციას ამჯერად ამბროლაურში აწვდიან.
ამბროლაურში გამართულ საერთო-სახალხო განხილვას არ ესწრება ოპოზიცია. ადგილობრივებს საკონსტიტუციო პროექტს უმრავლესობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე გააცნობენ:
„რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, იქნება ფართო წარმომადგენლობა სხვადასხვა წრიდან. ვისაბრებთ ყველა დეტალზე რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, მათ შორის კი ყველაზე აქტუალური არის საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩვენების და ზოგადად მმართველობის სისტემებთან დაკავშირებული საკითხები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა ხვალ ჩოხატაურში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






