განმუხურის მოსახლეობას ემუქრებიან და მათგან მიწების დათმობას ითხოვენ - ანი წითლიძე
პოლიტიკა - 12:24, 06 May, 2017     3199

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ფრთის წარმომადგენელმა, ანი წითლიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, განმხურის მაცხოვრებელი 100-მდე ოჯახი ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული და მათ სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე იკითხებიან.

როგორც ანი წითლიძემ განაცხადა, აღნიშნულ დაკითხვას წინ უძღვოდა, „ტყის ძმების“ დავით შენგელიას მიერ განმუხურის მოსახლეობის მისამართით განხორციელებული მუქარა. გავრცელებული ცნობით, შენგელია განმუხურის მოსახლეობას აფრთხილებდა და აშინებდა, რომ მიწის ნაკვეთები იმ მინიმალურ ფასად დაეთმოთ, რა ფასადაც წლების წინ შეიძინეს.

წითლიძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან უარის თქმის შემდეგ, დაახლოებით 15 დღეში ისინი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს.

მისივე თქმით, დავით შენგელია შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ასოცირდება, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს. არსებობს ცნობები, რომ მიწის ნაკვეთების დათმობას შენგელია იარაღის მუქარითაც ითხოვდა. ამ ყველაფერს კი მთავრობის ბიზნეს გეგმებს უკავშრებს.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიაში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა შეჩერებულია. გავრცელებული ვერსიით, მიწის ნაკვეთი, სადაც პარკი უნდა გაშენებულიყო, ამერიკაში მცხოვრები ქართველის საკუთრება აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობიც მდებარეობდა, თუმაცა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ტერიტორიიდან გატანილია სამშენებლო მასალა და გაყვანილია მძიმე ტექნიკაც.

მოსახლეობა, სანაპირო ზოლით დაინტერესებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42