ფონდ „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში, დაკარგული მანდატების არაპროპორციული წესით განაწილებას აკრიტიკებს.
„ვაპროტესტებთ იმ უსამართლო პრინციპს, რომელიც ჩაიდო კონსტიტუციის პროექტში და რომელიც გულისხმობს დაკარგული ხმების, გადაუნაწილებელი მანდატების არაპროპორციულის წესით . ანუ როდესაც ერთი პარტია მიიღებს ყველაფერს. ჩვენ ვამბობთ რომ ეს წესი არის უსამართლო, თუ დავამატებთ უსამართლოდ მაღალ ბარიერს, მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, კონსტიტუციის პროექტით წარმოდგენილი სისტემა სრულიად მიუღებელია, ყველა იმ კომპონენტის გათვალისწინებით რაც არსი მოცემული, კერძოდ გაუნაწილებელი მანდატების საკიტხი , ბლოკების გაუქმება და 5%იანი ბარიერი.
„ერთობლიობაში ეს კომპონენტები ვერ უზრუნველყოფს არსებული პრობლემების გადაჭრას“- გაანცხადა ნიჟარაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი, მმართველ გუნდს მესამე სექტორის შეხედულებების გაზიარებისკენ მოუწოდებს:
„იმ რეალობა, რომელსაც გვთავაზობს მმართველი გუნდი, პლურალურ პოლიტიკურ სისტემაზე ნეგატიურად აისახება, შესაბამისად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოხდეს ამაზე მსჯელობა და არასამთავრობოების შეხედულებების გაზიარება“- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






