ევროკავშირი აფასებს საქართველოს ამბიციებს, როგორც განსაკუთრებულს აღმოსავლეთ პარტნიორობაში- ჯანელიძე
პოლიტიკა - 10:56, 06 May, 2017     1348

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, თბილისში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ქ. ბრიუსელში ჩატარების მნიშვნელობაზე. ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და დასტური, იმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს არამარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, არამედ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ ინტერესს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისართან დღეს გამართული შეხვედრების დროს კონცენტრირება მოხდა სწორედ მომავალი სამიტის საკითხებზე. „კომისრის მიზანია შეისწავლოს თუ რა ინტერესები და შესაძლებლობებია ევროკავშირის მხრიდან და რა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხრიდან ამ სამიტთან მიმართებაში,“ აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის პრიორიტეტები ზუსტ თანხვედრაშია განვითარების იმ მიზნებთან და პრიორიტეტებთან რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია: „ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა არა მარტო საქართველოს არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრ ქვეყანასთან მიმართებაში, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების კუთხით და აღნიშნული მიზნები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს პრიორიტეტებთან, განცხადებულ რეფორმების გეგმასთან და იმ მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია.“

მინისტრმა ხაზი გაუსვა კომისარ ჰანის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით: „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იოჰანეს ჰანის მხრიდან იყო ის, რომ ევროკავშირი აფასებს საქართველოს ამბიციებს, როგორც განსაკუთრებულს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ის ჩვენს რეფორმებს შთამბეჭდავ პროგრესს უწოდებს და აცხადებს, რომ რასაც საქართველო ახორციელებს არის წარმატების მაგალითი და ევროპული პერსპექტივის მატარებელი.“ -განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ევროკომისარის განცხადებები წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ამ გზით სვლა, რომელიც, ქვეყანას საბოლოო მიზნამდე მიიყვანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42