​„ევროკავშირის მიერ საქართველოში გაცხადებული ორი ახალი პროექტი, თავისი შინაარსით საპილოტეა“- მიხელ ჯანელიძე
პოლიტიკა - 10:18, 06 May, 2017     2997
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკომისარ ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები, რომელსაც ევროკავშირი რეგიონში განახორციელებს, თავისი შინაარსით ნოვატორული, საპილოტეა და პირველად საქართველოში განხორციელდება.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდგომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის და ევროპული სტარტაპების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ორივე პროექტი ნოვატორულია და აქამდე ევროკავშირს არსად განუხორციელებია. ევროპული სკოლა, ეს იქნება ევროპული ღირებულებების მატარებელი. სკოლაში სწავლება რამდენიმე ენაზე წარიმართება და იგი მოემსახურება როგორც ქართველ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებს. მათ მიეცემათ მეტი შესაძლებლობა იყვნენ ინტეგრირებულნი ევროპასთან და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები ევროპის მასშტაბით. ეს არის ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიმართ საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დეტალებზე ვიმუშავებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან მალე დაიწყოს და გახდეს წარმატებული“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირის კიდევ ერთი საპილოტე პროექტი ევროპული სტარტაპების პროგრამაა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით განცხადებით აღნიშნული პროექტი თავსებადი იქნება პროექტ „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით განხორციელებულ პროექტთან. „პროგრამა ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, მიიღონ წვდომა ევროპულ კაპიტალთან, ასევე ევროპულ ცოდნასთან და მოახდინონ თავიანთი პროექტების ევროპის მასშტაბით განვითარება“ - მიხეილ ჯანელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42