რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნაულია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, არსებულ ფორმატში ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე სერიოზული დაფიქრება მოუწევთ.
„დოკუმენტში დეკლარირებულია საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არარსებული კუთვნილება, არის მცდელობები, რომ ამ მის შემადგენლობაში არასდროს შემავალი რესპუბლიკების საქართველოსთან კონფლიქტური ურთიერთობაზე, იქ არსებულ შიდა ვითარებაზე რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა.
დასავლელი მფარველების მხარდაჭერით, თბილისი აგრძელებს, საერთაშორისო ასპარეზზე დანერგოს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული რეალობა, რისი ძირითადი მიზანიც არის, „დაკანონდეს“ საქართველოს სურვილის არარსებობა, დაალაგოს ურთიერთობები მეზობელთან.
გასაკვირია თუ არა, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევის დისკუსიის ფარგლებში სისტემატურად უარს ამბობს კონსტრუქციულ მუშაობაზე? ასეთ სიტუაციაში, მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ არსებულ ფორმატში ჟენევის შეხვედრების გაგრძელების თაობაზე“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






