„ეს იყო წინასწარ დადგმული სპექტაკლი და საბჭოთა სტილი“ - ბიბილაშვილი ქუთაისში კონსტიტუციის სახალხო განხილვის პროცესზე
პოლიტიკა - 19:32, 05 May, 2017     2757

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ქუთაისში საკონსტიტყუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვას ფარსს უწოდებს. ენმ-ს ლიდერის შეფასებით ის რაც დღეს ქუთაისში ხდება მას საერთო სახალხო განხილვას ვერ დაარქმევს, რადგან დეპუტატის შეფასებით ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის აქტივის შეკრება:

„ძალიან უხერხული იყო იმ საბჭოთა სტილის ყურება, რასაც ჩვენ ტელეეთერით ვადევნებდით თვალს, როდესაც ადამიანები არანაირ განსხვავებულ აზრს არ იღებენ. ეს იყო წინასწარ დადგმული სპექტაკლი, ხოლო რასაც ჩვენ რიყეზე ვხედავთ, ეს ნამდვილად საერთო სახალხო განხილვაა, ხალხი არ დაუშვბეს იმას, რომ ივანიშვილმა საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია და ეს ქვეყანა 2030 წლამდე მართოს, როგორც ეს გაცხადებული აქვს და რისი მცდელობაც სახეზეა. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, საზოგადოებისა და მოსახლეობის ინფორმირება, მთელი ამ თვეების განმავლობაში საზოგადოება ითხოვდა ძალიან მარტივ რამეს, ეს იყო ფართო კონსესუსი. დღეს კონსტიტუციის ეს ვარიანტი არალეგიტიმურია, რადგან ეს ფართო კონსესუსით არ არის მიღებული. როგორც ხედავთ, ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ისინი ვერ აირჩევენ პრეზიდენტს, მიუღებელია ივანიშვილის გუნდის შემოთავაზება, რომლითაც ის ხმებს მოიპარავს. ხალხისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება, მიუღებელია ასევე პარტიებს შორის ბლოკები და ის, რომ ლეგიტიმურად ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ეს კონსტიტუცია მორგებულია მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა და მის გარეშემო მყოფმა ლაშქარმა ხელისუფლება განუზომელი ვადით შეინარჩუნონ“, - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42