პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერის ნიკა მაჭურტაძის თქმით მმართველი გუნდის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტი საქართველოს მოქალაქეებს არ ეკუთვნის, რადგან ის მხოლოდ ერთი პარტიის და ერთი პირის ნების შესაბამისად იქნა მიღებული:
„ჩვენ აქ იმ ადამიანებთან ერთად შევიკრიბეთ, რომლებიც გააძევეს კონსტიტუციის მიღების პროცესიდან. ეს არის ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, კონსტიტუცია ამ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით, ის მიიღება მოქალაქეების სახელით და არა კონკრეტული პარტიის ან პირის სახელით. ჩვენი მიზანია ეს კამპანია გადავცეთ მთელ საქართველოს, შეხვედრები გაიმართება საქართველოს ყველა ქალაქში, ვფიქრობთ რომ მოვახერხებთ იმას, რომ დავიცვათ კონსტიტუცია და ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატია რომელსაც ებრძვის ხელისუფლებად წოდებული „ქართული ოცნება“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მისი თქმით ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა.
„მესიჯი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ცვლილებებს ხელს არ აწერს.“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






