„ქუთაისში საზოგადოების ინფორმირება არ ხდება, ესაა დოკუმენტი რომელიც უმრავლესობამ მიიღო და იძალადა ყველა იმაზე, ვინც ამ კომისიაში შედიოდა. ეს კომისია დატოვე ყველამ გარდა ქართული ოცნებისა. საბოლოო ჯამში კი კომიიის მუშაობამ აჩვენა, რომ ის მხოლოდ თვალის ახვევისთვის და დემოკრატიული პროცესის ილუზიის შესაქმნელად იყო. ამ განხილვას დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, ეს დოკუმენტი დიდი ხნის წინ დაწერა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი გუნდი კი საზოგადოების დაკვეთით არანაირი ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. ისინი თავისივე აუდიტორიასთან მართავენ შეხვედრებს და დგამენ პოლიტიკურ შოუს, ეს განხილვა არაა ორიენტირებული შედეგზე. ამიტომ ჩვენ გაერთიანებულმა ოოპიოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ცვლილებები მავნებლურად მივიჩნიეთ, ჩვენ საჭიროდ ვთვლით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, იმასთან დაკავშირებით თუ რა რა ცვლილებები განხორცელდა რეალურად დოკუმენტში და რას საფრთხეს შეუქმნის ის სახელმწიფოს.“- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ,რიყის სკვერში მოძრაობის "დაიცავი კონსტიტუცია" წევრები მოსახლეობას ხვდებიან.დღეს დილით, მოძრაობამ "დაიცავი კონსტიტუცია" რუსთაველის მეტროსთან კონსტიტუციის განხილვის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.
პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციის ახალ ვარიანტს არ ემხრობიან, საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებული საერთო სახალხო განხილვების პარალელურად საყოველთაო განხილვების დამოუკიდებლად ჩატარებას სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






