საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო პროცესს სთავაზობს
პოლიტიკა - 16:47, 05 May, 2017     3648
საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც სწავლის უმაღლესი ხარისხით და დასაქმების მაღალი სტატისტიკით არის ცნობილი, სტუდენტებს სამართლის სფეროში განათლების მიღებას განსაკუთრებულ პირობებში სთავაზობს: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლის პროგრამა სრულიად უნიკალური და მოქნილია. მის შექმნაში მონაწილეობა ქართველ და უცხოელ სამართლის სპეციალისტებთან ერთად დამსაქმებლებმაც მიიღეს. აქ, სასწავლო პროცესი მთლიანად მიმართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს TOLES სამართლებლივი ინგლისური ენის ცენტრი. ცენტრის მოსამზადებელი პროგრამა არის ბაკალავრიატის პროგრამის აუცილებელი კომპონენტი. მოსამზადებელი კურსების გავლა სტუდენტებს ხელს უწყობს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის აღებაში. სკოლის რესურსები ასევე გულისხმობს იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, ასევე, უფასო იურიდიული დახმარების ცენტრს, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან და მოქალაქეებს უწევენ კონსულტაციას იურიდიულ საკითხებში.

სამართლის სკოლაში ახალი დაარსებულია ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტიც, რომლის მიზანია სისხლის სამართლის პრაქტიკის განვითარება. ინსტიტუტის მიზანია აწარმოოს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის სიღრმისეული კვლევები, რაც ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. სიახლეებს შორის არის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - საერთაშორისო ბიზნეს სამართლში, რომელიც უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა. ამასთან პროგრამაზე უცხოული პროფესორები ასწავლიან და იგი მთლიანადაა აგებული საერთაშორისო და შედარებითი საკითხების შესწავლაზე.

გარდა ამისა, სამართლის სკოლის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, ისწავლონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და დაესწრონ მასტერკლასებსა და სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ცხადია, რომ ქვეყნის წამყვან, წარმატებულ იურისტებს შორის ბევრი სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42