ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე დამკვირვებელ-მაკონტროლებელის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან კურსდამთავრებულებს უკვე დამკვირვებელის მომზადება საქართველოს, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის შეუძლიათ. ცერემონიალზე მათ დამკვირვებელ-მაკონტროლებლის სერტიფიკატები მიიღეს.
კურსი პირველად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიცირებულმა ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს. ქართველი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები 2016-2017 წლებში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ მომზადდნენ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსი ოცეულის დონეზე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დამკირვებელ-მაკონტროლებლის მომზადება და სერტიფიცირება იყო.
მასალის გამოყენების პირობები






