"კონსტიტუციის დონეზე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იზრდება"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:28, 05 May, 2017     1124
პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ახალი რედაქცია გააცნო და ფუნდამენტურ ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო რეგულაციებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა.

„კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის მიმართ უამრავი ნორმაა ჩადებული, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას განაპირობებს. მაგალითად, დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და იგი 28 მოსამართლით განისაზღვრება. ასევე, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. გასული წლების განმავლობაში, გახსოვთ, როგორ გამოიყენებოდა ეს ბერკეტი სასამართლოზე ზეწოლის მოსახდენად. 2004 წელს, პრაქტიკულად მთელი სასამართლო კორპუსი დაიშალა იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. ახალი რედაქცია სასამართლო სისტემის მიმართ მთლიანად გამორიცხავს ასეთ მანიპულაციას. ასევე ძალიან მკაფიოდ დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველობის სისტემაში მთავრობის ქმედით როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არის და რჩება იმ კონსტიტუციური ორგანოდ, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. „დღესაც მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მმართვას უზრუნველყოფს და ახალი რედაქციის საფუძველზეც ასეთად დარჩება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42