რაც შეეხება პრეზიდენტად არჩევას, აქ არგუმენტად იყო მოყვანილი, რომ ჯერ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნებაო“, მერე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსო, ერთსაც და მეორესაც თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს, მაშინ საპრეზიდენტოს რატომ ვერ მოვიგებთ, სად არის აქ ლოგიკა? თუ ყველაფერს ჩვენ ვიგებთ მაინც, საპრეზიდენტოსაც რატომ არ მოვიგებთ? ეს მართლა რეალობაა და ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ 2018 წელს „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება არჩევნების მოგება? არ არსებობს დღეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. სუბიექტურად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გაისადაც და შემდეგაც, ყველაზე მეტად ჩვენ გვაწყობს. ჩვენს მიერ გაყვანილი პრეზიდენტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე არაპირდაპირი წესით არჩეული. მომავალ წელს იქნებიან პარტიული კანდიდატები და ვიცით, ძალიან მაღალი ალბათობით ვინ იქნება გამარჯვებული. ჩანაწერი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი სასპეკულაციოდ - ხალხს უსვამ მარტივად კითხვას რა გირჩევნია შენ აირჩიო პრეზიდენტი, თუ სხვამ აირჩიოს. ასეთ დროს მარტივია პასუხის მიღება, როდესაც შინაარსში არ შედიხარ და დეტალებზე არ ესაუბრები ხალხს. ისინი ამბობენ, მარტივად შემიძლია მე ავირჩიო. ზუსტად იგივე კითხვა შეგვიძლია დავსვათ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. რა გირჩევნიათ პრემიერი თქვენ აირჩიოთ, თუ პარლამენტმა აირჩიოს. თუ ამის შინაარსს არ აუხსნის ხალხს, გეტყვის, რომ რა თქმა უნდა, მე მირჩევნია ავირჩიოო. პრემიერ-მინისტრის არჩევა არის ნონსენსი ეს იურისტებმა იციან.“ - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






