"მაინტერესებს რაში უშლის ხელს დღეს არსებული კონსტიტუცია სტაბილურობას?"- ჭიაბერაშვილმა უმრავლესობას მიმართა
პოლიტიკა - 15:06, 05 May, 2017     1171
მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებეზე სახალხო განხილვასთან დაკავშირებით უმრავლესობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებებიან სიტყვა ქუთაისის კონსტიტუციიდან ამოღებას.

"მინდა დავსვა შეკითხვა და მიპასუხოთ, რა მათემატიკა იდგა იმის უკან, რომ გაზის ტარიფი 25 თეთრი უნდა გამხდარიყო. რა მათემატიკა იდგა ამის უკან? როცა ჩვენს მიერ გამოთქმულ აზრზე იხმარეს ტერმინი რომ ეს არის უპასუხისმგებლობა ან დემაგოგია, კარგად უნდა გვესმოდეს თუ რა სიტყვები არის უპასუხისმგებლობა და დემაგოგია.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით საკონსტიტუციო განხილვების დროსაც და ეხლაც რომ სიტყვა ქუთაისი ამოღებული იქნას კონსტიტუციიდან და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს რატომ უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან სიტყვა ქუთაისი. ბევრჯერ იქნა ნახსენები ვენეციის კომისია, ასევე ვერ ვხედავთ მიზეზს რატომ არ მოიცადა პარლამენტის ხელმძღვანელობამ ვიდრე ვენეციის კომისია ახლა დაწერდა დასკვნას ამ ცვლილებებზე და გამოაქვეყნებდა და თუნდაც მერე დაწყებულიყო ის დისკუსია. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით რომ ყველა გადაუნაწილებელი ხმა უნდა მიეცეს გამარჯვებულს, ამ არგუმენტის უკან დგას სიტყვა სტაბილურობა, თითქოს სტაბილურობის მოტივით ხდება ეს. არ არსებობს პასუხი კითხვაზე, განა ქართული ოცნება არ იყო რომ ლაპარაკობდა ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციაზე, ან რისთვის არის ეს სტაბილურობა და დღეს რაში უშლის ხელს დღეს არსებული კონსტიტუცია სტაბილურობას, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას, მაგრამ ვხედავთ მთავრობის არაქმედითობას და უნიათობას და ცხოვრების გაუარესებას ჩვენი მოქალაქეებისათვის"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42