გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ხალხის მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ - კობახიძე
პოლიტიკა - 14:42, 05 May, 2017     1298
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში კონსტიტიციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ისაუბრა.


კობახიძემ თქვა, რომ "ხალხი მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ".

„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია ორი ძირითადი ელემენტი - ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პარტიებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

ხაზს ვუსვამ, ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 40%-ში პოლიტიკური პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერი მოქმედებს.

შესაბამისად, საქართველოში ამ რეგულაციის დაწესება სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის პრინციპებთან. გარდა შესაბამისობისა, ერთი არის ფორმალური მხარე და მეორე მატერიალური მხარე. ამ ყველაფრის გაკეთება მიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი პროპორციული სისტემის პირობებში.

არის მეორე ელემენტი - ე.წ. ბონუსი, რომლის თანახმადაც, ის ხმები, რომელიც არ ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე, გადადის გამარჯვებულ პარტიაზე.

ამასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები როგორც მოგეხსენებათ, მათ შორის, იტყუებოდნენ ციფრებშიც, მათემატიკაში ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას. როგორც ჩანს, ცოტა დაბალი წარმოდგენა აქვთ მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე.

რეალურად, ბონუსის მოცულობა რომ ავიღოთ, ბოლო ხუთი არჩევნების პირობებში იქნებოდა, საშუალოდ, 5 პროცენტი ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით - 3.1%, ხოლო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაკარგული ხმების მაჩვენებელი მაღალი იყო და ბონუსი 8% იქნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42