როგორც მოსალოდნელი იყო ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა ბრალდებულის ადვოკატებისთვის.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურორის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით „პოლიტიკური განცხადება“ უწოდა.
"შუამდგომლობაში ზოგადი საუბარი იყო საპატრიარქოს უსაფრთხოებაზე. მინდა გითხრათ, რომ საფრთხეს წარმოადგენს თავად ბრალი და არა ბრალდებული"- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც პროცესის დახურვის წინაპირობა უნდა იყოს.
ბრალდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ იმ ვიდეო მტკიებულებების შესახებ ისაუბრა, რომლიიც სხომის დახურვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
"პროკურორები საუბრობდნენ რომ ვიდეოჩანაწერების საჯარო სხდომაზე გამოკვლევით შეიძლება შეილახოს საპატრიარქოს იმიჯი. ამ ვიდეოების გავრცელებით არ შეილახა საპატრიარქოს იმიჯი? საპატრიარქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც წარმოადგენს და შესაბამისად, ამაზე თავიდანვე უნდა ეზრუნა პროკურატურას", - განაცხადა ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






