„მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციის მიუხედავად, ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ“ - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:35, 05 May, 2017     1041

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო. საორგანიზაციო კომისია პირველ სხდომას ამ წუთებში ქუთაისში მართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ცვლილებების პროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტში ამოღებულია ის თავი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს „ევროპული საქართველოც“. მათ რიგებში კეთდება განცხადებები იმასთან მიმართებით თუ რა შეკითხვები ექნებათ საყოველთაო სახალხო განხილვის დროს. მათი ძირითადი შეკითხვა უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და გადაუნაწილებელ მანდატებს. მათი თქმით, გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას არ უნდა მიეკუთვნოს. ისინი ასევე ამბობენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეოდეს.

„ქართული ოცნება ქუთაისს უკარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამოიღეს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი კონსტიტუციის პროექტიდან. მათ შემოგვტავაზეს სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც პრაქტიკულად მოახდენს პირველი პარტიის ხელში ძალაუფლების უზურპაციას, ეს არის მოდელი, რომელიც მუსოლინის დროს არის შემუშავებული. სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის მოდელი შეიძლება იყოს შეთავაზებული საქართველოს მსოახლეობისთვის და მესამე ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის მიუხედავად, ისინი ართმევენ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42