"დაიცავი კონსტიტუცია" რუსთაველის მეტროსთან კონსტიტუციის განხილვის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეხვედა. „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლები დიდი რისკის და საფრთხეების წინაშე დგას და საზოგადოება ხელისუფლების ზრახვებს წინ უნდა აღუდგეს:
„კამპანიის ძირითადი მიზანი არის საზოგადოების ინფორმირება კონკრეტული საინფორმაციო ბარათების საშუალებით. საღამოს 18:00 საათზე კი ჩვენ მოვახდენთ მოსახლეობასთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განდევნა თავიანთი კონსტიტუციის ჩამოყალიბების და განვითარების პროცესში. სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძველები დიდი რისკის და საფრთხეების წინაშე დგას საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა დაზღვეული იყოს რისკებისგან, უზურბატურული გეგმებისა და ზრახვებისგან “- განაცხადა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






