„სახალხო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში, ოპოზიციური პარტიები ვცდილობთ რომ მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხება რეალურად კონსტიტუციის იმ პროექტში, რომელიც შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“. ბუნებრივია, დაწყებული პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმებიდან, დასრულებული საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ხმების მიტაცების სურვილით, რომელიც გააჩნია ქართულ ოცნებას, ადამიანებს ეს არ მოწონთ. საბოლოო ჯამში, ეს არის ადამიანებისთვის არჩევანის უფლების წართმევა. ხალხი არის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, ხელისუფლება კი რომლის რეიტინგიც კატასტროფულად ეცემა, ცდილობა არა ამ სიტუაციის გამოსწორებას, არამედ ცდილობს შექმნას ხელოვნური ბერკეტები იმისთვის რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ადამიანები, რომლებიც ამას ქუჩებში ცალ-ცალკე აპროტესტებენ, უნდა მოვახდინოთ მათი მობილიზება და წინ აღვუდგეთ იმ ვანდალიზმს რომელსაც კონსტიტუციასთან მიმართებით ახორციელებს ქართული ოცნება. დღეს, ჩვენ ამ მოძროაბის ფარგლებში რუსთაველზე დავიწყეთ საზოგადოების ინფორმირება და დღევანდელი დღე დასრულდება რიყეზე მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრით. ყოველი დღე იქნება აქტიური ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ საბოლოდ ეს დასრულდება ერთი დიდი პროტესტით, რასაც ხელისუფლება ვერ გაუკეთებს იგნორირებას“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






