როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულების ოჯახის წევრები უყვებიან, ჩხუბი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ბილიარდის თამაშის დროს მოხდა. ახალგაზრდები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, სამართალდამცავები შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბილიარდოში მყოფი პირების ნაწილი ამბობს, რომ ახალგაზრდები პოლიციელებმა დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც სცემეს.
ინციდენტის შედეგად 2 პოლიციელი დაშავდა. რომლებიც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. კლინიკის ხელმძღვანელი, დავით მდინარაძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ორივე პაციენტი უკვე გაწერეს.
რაც შეეხება შს სამინისტროს - მღებრიშვილის უწყება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას არ ადასტურებს. უწყებაში "ნიუპოსტს" უთხრეს, რომ 2 სამართალდამცველი შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაური და დაპირისპირების ხმა გაიგო.
პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგისის დაცვისკენ მოუწოდა რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება 253-ე მუხლით დაიწყო, რაც წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძლადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გულისხმობს.
დაკავებულთა დაკითხვა დღეს, ადვოკატების თანდასწრებით შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






