მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია" დღეს მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს
პოლიტიკა - 09:46, 05 May, 2017     2473

დღეს 11:00 საათზე მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია" რუსთაველის მეტროსთან კონსტიტუციის განხილვის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებს. 



18:00 საათზე რიყის სკვერში გაიმართება მოძრაობის "დაიცავი კონსტიტუცია" შეხვედრა მოქალაქეებთან.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ მათი დღისწესრიგი ითვალისწინებს ხალხის მობილიზებას და მათ საქმის კურსში ჩაყენებას საკონსტიტუციო ცვლილბებთან მიმართებით, თუ რას ნიშნავს ეს:

„ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს დღისწესრიგს და ეს იქნება ძირითადად ხალხის მობილიზება და მათი საქმის კურსში ჩაყენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ართმევენ არჩევანის უფლებას“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ისინი რეალურ ხალხთან მისვლას და იმის ახსნას აპირებენ, თუ რას გულისხმობს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები:

„მმართველი გუნდი აპირებს შეხვედრას გამგეობის თანამშრომლებთან, გუბერნიის თანამშრომლებთან, საჯარო მოხელეებთან, ანუ „ქართული ოცნების“ აქტივთან აპირებს შეხვედრას. ჩვენ რეალურ ხალხთან მისვლას ვაპირებთ და ახსნას იმისას თუ რას გულისხმობს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და უნდა, რომ განახორციელოს ხალხის ნების ზურგშექცევით“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე კი განმარტავს, რომ „ჭაბუკი პოლიტიკოსები სადიპლომო ნაშრომის კონსტიტუციად ქცევას აპირებენ“:

„მიმაჩნია, რომ ამ ვოიაჟის გათეთრებაც არ უნდა ვაცადოთ „ქართულ ოცნებას“, გვექნება ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ახსნა, ჩვენი კონტაქტი, ვნახოთ ვისი ახსნა აჯობებს, ჭაბუკი პოლიტიკოსების, რომლებიც სადიპლომო ნაშრომის კონსტიტუციად ქცევას აპირებენ,თუ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც არიან ერთსულოვანი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით?“, - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42