ხმების მითვისების დაკანონება - პრეზიდენტი გადაუნაწილებელი მანდატების საკითხს გამოეხმაურა
პოლიტიკა - 15:31, 04 May, 2017     1198
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტით შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბლოკების შექმნის უფლების გაუქმებას, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებას და გადაუნაწილებელი მანდატების მმართველი გუნდისთვის მინიჭებას გულისხმობს:

"5%-იანი ბარიერი მაღალია, პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც არ არიან ძლიერები. ჩვენი უახლესი პოლიტიკური ტრადიციაა ბლოკები. ჩვენც ბლოკით ვუპირისპირდებოდით წინა ხელისუფლებას. თან ისე, რომ ამ პარტიებს ვეუბნებით - ეს ყველაფერი მათზე ზრუნვით ხდება. ადეკვატური უნდა იყო პოლიტიკური ვითარების მიმართ. თუ ჩვენ პლურალიზმის მომხრე ვართ, ისიც უნდა დაუშვა, რომ სხვა პარტიებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ არ მოვლენ, ითამაშონ მაინც პოლიტიკურ ველზე. ეს არის ძალიან არასწორი მეთოდი, რომელსაც ვხედავ პროექტში. საუბარია იმაზე, რომ ყველა მივდივართ არჩევნებზე და ეს არის უზენაესი. ამასობაში მე ხმა რომ მივეცი რომელიმე პარტიას, შესაძლოა, სხვა პარტიის კალათაში აღმოჩნდეს და ამას დაერქმევა ბონუსის სისტემა. ამ სიტყვის უკან დგას შეფასება - მითვისება. თუ ჩვენ წლების განმავლობაში ვეწინააღმდეგებოდით ხმების მითვისებას, ხვალ ეს პროცესი უნდა დაკანონდეს. ჩემი აზრით, ვინც ეს შემოგვთავაზა, ამ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ სხვისი ხმების მითვისება არ არის საშური საქმე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42