სასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:53, 04 May, 2017     1057

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმის მიზანს სასჯელის სახით დანიშნული/შეცვლილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმით გათვალისწინებულია, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, შესაძლებლობების ფარგლებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მიმართვის საფუძველზე, მსჯავრდებულთათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების მიზნით, შესაბამისი ადგილების გამოყოფის უზრუნველყოფა.

სასჯლაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგეგმება ულტრათანამედროვე ოთახის შექმნა, სადაც პრობაციონერები დასაქმდებიან.

„გარდა ამ პროექტისა უახლოეს მომავალში დაგეგმილია დაწესებულებათა ბიბლიოთეკების კიდევ უფრო კეთილმოწყობა და წიგნების შეტანა, რაშიც ეროვნული ბიბლიოთეკაც გვიჭერს მხარს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, ბიბლიოთეკაში დასაქმება პრობაციონერებს სხვადასხვა საჭირო უნარებს, ჩვევებსა და ცოდნას შესძენს.

„ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ კორპუსში გვსურს, შევქმნათ „თავისუფლების ოთახი“, სადაც პრობაციონერები ერთი მხრივ, შესასრულებელ სამუშაოს გასწევენ და მეორე მხრივ, მიიღებენ შესაბამის განათლებას, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ. ვფიქრობ, ეს პროექტი ნამდვილად იქნება საეტაპო,“ - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში დღეიდან შევა და 2018 წლის მაისამდე იმოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42