"ჩემზე მუქარის დროს დევნოზაშვილს ახლდა პირი, რომელიც ამჟამად „დინამოს“ ბაზის დაცვის უფროსია"- აბდალაძე
პოლიტიკა - 13:48, 04 May, 2017     5608
ე.წ „ფოტოგრაფების საქმეზე“ დღეს სასამართლო პროცესზე ჩვენება დაზარალებულად ცნობილმა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ მისცა. მისი თქმით, მას შვილით ემუქრებოდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას. აბდალაძის განცხადებით მისი მისამართით მუქარას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით დევნოზაშვილი ახორციელებდა, მას თან ახლდა კიდევ ერთი პირი, რომელიც როგორც აბდალაძემ აღნიშნა, ამჟამად „დინამოს“ ბაზის დაცვის უფროსია.

„გლადნის ციხეში, დავით დევნოზაშვილს ჩემზე მუქარის დროს კიდევ ერთი პირი ახლდა, რომელიც ამჟამად „დინამოს“ ბაზის დაცვის უფროსია“- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოგრაფები 2011 წლის 7 ივლისს დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და "ალიას" ფოტორეპოტიორი გია აბდალაძე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42