ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან დამოგობრების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მისმა უწყებამ და იტალიაშ საქართველოს საელჩომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით შესაბამისი სამშაოები უკვე დაიწყეს.
მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ იტალიის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშრებით უცვლელია, რაც საერტაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკასთან თანხვედრაშია.
„ეს არის მცდელობები, რომ მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რაღაც კონტაქტები შედგა, რაღაც შეთანხმებები გაფორმდა. უნდა აღინიშნოს ცალსახად, რომ ნებისმიერი შეთანხმება თუ მემორანდუმი არის ბათილი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად თუ ის არ არის შესაბამისობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან არის კომუნიკაცია, იტალიის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის კარგად ცნობილია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და პოზიცია არის ურყევი და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს არის ბათილი, არალეგიტიმური და არანარი კავშირი არ აქვს იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემასთან“,- განაცხად აჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






