ომბუდსმენმა მუსლიმების მიერ საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა
პოლიტიკა - 11:05, 04 May, 2017     3281
საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა:

"2017 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „შემოსავლების სამსახურს.“ განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და ააიპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდა.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ მუსლიმ პირებს. მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ საზღვრის დაცვა და კონტროლი, როგორც წესი, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული ამოცანის მიღწევის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უფლების შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის რელიგიური კუთვნილებით არის განპირობებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები; ამასთან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპასპორტო-სავიზო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42