ერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ტრამპსაც ისეთივე სულისკვეთება აქვს, როგორიც კონგრესმენების წერილშია გამოთქმული - პრემიერი
პოლიტიკა - 10:00, 04 May, 2017     4438

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილი კიდვ ერთხელ შეაფასა.

„ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასე იყო ეს გასული 25 წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ, რაც არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კონგრესმენების განწყობას და სულისკვეთებას იზიარებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30 კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილი. მიმართვაში ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, ძალიან დიდი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ისე ეკონომიკური განვითარების გზაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ოკუპაციიის პრობლემების მიუხედავად, არის მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ქმედებებისა და ოპერაციების. წერილში გამოხატულია მხარდაჭერა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისათვის, რაც ვფიქრობთ ძალიან მიმასასალმებელია. ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო - ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერის კუთხით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ იგივე განწყობაა სენატში და ერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს," - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42