სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრას განცხადებით ეხმაურება ქეთევან ციხელაშვილი და აღნიშნულს „გამომწვევ ნაბიჯს“ უწოდებს:
„ეს არის საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯი, არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს კიდევ ერთხელ, არამედ მიმართულია პრინციპების წინააღმდეგაც, რაზეც რუსეთის ფედერაციას საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა ამ ლიდერების და ქვეყნების მიმართაც,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას დავით ზალკალიანი.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა. არის გაგრძელება იმ არაკანონიერი, დესტრუქციული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ბუნებრივია არ ცნობს და პირიქით გმობს,“-აცხადებს დავით ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






