"გვითხრეს ბავშვი კარგად არის, მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო"- კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს ​
შემთხვევა - 21:06, 03 May, 2017     61927
გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, მეუღლე გიორგი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 29 წლის ნინო მათიაშვილის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან საქმეზე ობიქტური დასკვნის დადებას ითხოვენ.


"ძალით ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს ბავშვი ცუდად არისო, ინკუპატორში ჩააწვინეს. მე ბავშვზე ვნერვიულობდი, ვიცოდი ნინო ვერ გადაიტანდა მას რომ რამე დამართნოდა, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს ჩვილი კარგად არის მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო" - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

ოჯახის ახლობლები პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის საბჭოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

"გვითხრან რატომ არ გაკეთდა ან საკეისრო კვეთა, მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ როდესაც სისხლდენა დაეყწო, საშვილოსნოს ამოღებაც უკვე დაგვიანებული იყო"- აცხადებს ნინო მათიაშვილის ოჯახის ახლობელი.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა.

გაგუას კლინიკაში მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი განცხადებით კლინიკა დაინტერესებულია რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს.

სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის ინფორმაციით, არცერთ ექიმს უფლება-მოსილება არ შეწყვეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42