ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, საარჩვნო სისტემა - რაზე ისაუბრეს პლენარულ სხდომაზე
პოლიტიკა - 20:13, 03 May, 2017     2072
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამერიკელი კონგრესმენების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

„ამერიკელიკონგრესმენების აშშ-ს პრეზიდენტისადმი მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს - აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ დიდი იმედიგვაქვს, რომ ეს სტატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ამერიკელი კონგრესმენის მიმართვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძეც გამოეხმაურა. „ჩვენს ქვეყანას პარტნიორ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლის იუბილე აქვს. ამპერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პარტნიორი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გვყავს. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება. ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურება არის ამერიკის კონგრესმენების მიერ ხელმოწერილი მიმართვაპრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესებისა. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელსაცახორციელებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. ყველა ის აქცენტი, რომელიც ამ წერილშია ხაზგასმული, არის ბოლო პერიოდში პარტნიორებთან შეხვედრებისას ჩვენს მიერ მიწოდებული გზავნილების შედეგი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა განცხადებებისთვის ცალკეულ დეპუტატებს დაეთმო.

განცხადებები კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კრიტიკით დაიწყო. „უნდა ჩაგვეტარებინა გამოკითხვა თუ როგორი კონსტიტუცია აინტერესებს მოსახლეობას“, - განაცხადა სერგო რატიანმა. მისივე თქმით,საარჩევნო სისტემა, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს შესთავაზა.

„მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ ამ სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება. ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა მუსოლინის ხელისუფლებამსაქართველოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ.

ოპოზიციონერი დეპუტატები კონსტიტუციის პროექტში საარჩევნო სისტემას, გაუნაწილებელ მანდატებს, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ რეფორმას აკრიტიკებენ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების წინადადებით და ამ გზით მოსახლეობის პოზიციის გაცნობის ინიციატივით გამოვიდა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდში არიან მაჟორიტარები, რომლებიც მხარს უჭერენ პროპორციულ სისტემას, ასევე, არსებობენ პროპორციულისიით არჩეული პარლამენტის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ მაჟორიტარულ სისტემას. „ეს გახლავთ ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც ჩვენ გუნდში მიმდინარეობს. დიახ, უმრავლესობაში ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი და მიგვაჩნია, რომეს არის ჩვენი მონაპოვარი. ჩვენ ასევე, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ საბოლოოდ მივიდეთ კონსენსუსამდე. გარწმუნებთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვიქნებით ერთიანი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროქტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გააკეთა განცხადება. „ქორწინებასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ობიექტური და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომვენეციის კომისიის შეფასება იქნება პოზიტიური. ქორწინების დეფინიციის შემოთავაზებული ვერსია ეს არ არის უცხო ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორისაა ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სადაც მსგავსად არის დარეგულირებული ქორწინებისდეფინიცია. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს რომ მოვახდენდით კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის ასახვას დეფინიციის ამგვარი ფორმით. ეს ასევე ემსახურება ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციას. მტკიცედ გვჯერა, რომკონსტიტუციაში ამგვარი ფორმით ქორწინების დეფინიციის არსებობა ხელს შეუშლის მოხდეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების, უდიდეს ნაწილში არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება -ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი ამ საკითხის გადახედვას არ გეგმავს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42