ირაკლი კობახიძემ ბორჯღალოსნების კვართი მოირგო - პარლამენტმა რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკა - 18:11, 03 May, 2017     4004
„რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტის სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით რაგბის მსოფლიო თასი მიიტანეს.

მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს მსოფლიო თასს. ეს ღონისძიება შეიტანს ძალიან დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, თითოეულ იმ ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. „რაგბი ჩვენი თამაშია“ - ეს არ არის მხოლოდ სლოგანი. რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში“, - განაცხდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრის, ვეტერანი რაგბისტის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ქართული რაგბის აღმავლობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.

„საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სასიხარულოა, რომ ვმასპინძლობთ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს. ეს არის აღიარება მსოფლიო არენაზე. ამაზე თანხმობა 2015 წელს მსოფლიო თასზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ნაკრები მიაღწევს სასურველ და დასახულ მიზანს“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

ვეტერანი მორაგბის, ლექსო გუგავას განცხადებით, პრესტიჟული სარაგბო ჯილდოს ნახვა უნიკალური შესაძლებლობაა.

„წესის თანახმად, როცა ქვეყანა მსოფლიო თასს მასპინძლობს, მსოფლიო თასი გარკვეული პერიოდით ადრე ჩადის ქვეყანაში და იწყებს მოგზაურობას, მოივლის ქვეყნის მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ადგილებს. თასის გაჩერების ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოს პარლამენტია. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო თასი, ასევე ვეტერანი მორაგბეებიც არიან პარლამენტში და ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება და თასის ნახვა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლექსო გუგავამ.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში 17 აპრილს ჩამოაბრძანეს. ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღეს, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიიტანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42