სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმაურება. მისი ტქმით განათლების სამინისტროს სისტემა 500-მა თანამშრომელმა დატოვა ოპტიმიზაციის ფარგლებში:
„ყველაფერი კანონის სრული დაცვის მიმდინარეობდა და საიას სურვილი, რომ ყველაფერი მიაწოდონ ეს მათი სურვილია მხოლოდ, ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ და სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში მივაწვდით ინფორმაციას. დაახლოებით 500-მა ადამიანმა დატოვა განათლების სისტემა, ეს იყო ოპტიმიზაცია, ზოგი ფუნქცია შემცირდა მთლიანად, შევეცადეთ, რომ დამხმარე ფუნქციები შეგვემცირებინა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ ჩაატარა კვლევა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






