საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის კონგრესმენების მიერ საქართველოს მხარდამჭერილი წერილის შესახებ კომენტარი გააკეთა, მისი ტქმით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავზე:
"ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, გვაქვს თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობის მნიშვნელობის. ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში აშშ-სთან კიდევ ახალი პერსპექტივები გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, აშშ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერილი წერილი გაუგზავნეს.
მასალის გამოყენების პირობები






