"საწვავზე აქციზის გაზრდამ ხალხს ცხოვრება გაუძვირა"- ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 15:38, 03 May, 2017     1355
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება.

„დღეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომლის მიხედვითც ფასების წლიურმა ზრდამ 6,1% შეადგინა.

ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ.

განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 17,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.

გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ “წამლის პროგრამას” იმ დაფინანსების პრიობებში, რაც გამოიყო - 3.5 მლნ ლარი - აშკარა “აფიორის” სუნი უდის. ასეთი უკვე ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, მაშკევიჩისა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის მონაწილეობით. ალბათ, ყველამ იცით “ჰუმანითი-ჯორჯიასთან” დაკავშირებული სკანდალი.

ფაქტი ერთია - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება:
ხალხი ღარიბდება, ოჯახების შემოსავალი მცირდება, ხარჯი კი იზრდება.

იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

20 იანვარს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა: „აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.“

საპარლამენტო უმრავლესობას, “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

მთავრობამ იმით იმშვიდებს თავს, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში 5%-იანი ზრდაა, თუმცა “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს:

ეს ზრდა არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა გაიზარდოს, და ვშიშობ, ასეთი მაღალი ინფლაციაც და ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების პროცენტის გაზრდაც შეანელებს ამ ისედაც არასაკმარის ეკონომიკურ ზრდას.

რა არის გამოსავალი?

გამოსავალია ის, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს. ესაა გადასახადების შემცირება და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულება.

მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმა წლის ბოლოს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს და შემოსავალს მიადგება ზარალი”- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42