„ბექა შენგელიამ შეიძლება დღეს სხვა თქვას, ხვალ სხვა თქვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე“ - განაცხადა იზო მახარაძემ.
ცნობისთვის დღევანდელ დახურულ სხდომაზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც ე.წ. "კანიბალიზმის" საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
საქმის პროკურორმა და დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი გამოძიება შენგელიას ნაცნობს ამ დრომდე ეძებდა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება ორი პირი, რომელთაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
"ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ეს ერთადერთი საქმეა, სადაც კანიბალიზმის ნიშნები იკვეთებოდა. მოგვიანებით სასამართლოზე 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები






