საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 13:25, 03 May, 2017     1351
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაშიცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურიკანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“.

დადგენილების პროექტის თანახმად, კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი,პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგიაური და პარლამენტის თავმჯდომარი კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.

პარლამენტის 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 110 განსახილველი საკითხია შეტანილი, მათ შორისაა:

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე 24 კანონპროექტი. საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს, დაარეგულირებს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებს, არამედ იგი გავრცელდება აგრეთვე ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (II მოსმენა). კანონპროექტი ითვალისწინებს მთელი რიგ სამართლებრივი, რედაქციული და ტექნიკური ცვლილებების განხორციელებას. ახლებურად განისაზღვრა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები.

საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ (III მოსმენა). კანონპროექტი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობითაღზრდის წესსა და პირობებს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობითაღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42