პრეზიდენტის შეთავაზებაში ბუნდოვანი არაფერი ყოფილა - ჩიხრაძე მდინარაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 13:12, 03 May, 2017     1504
უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბუნდოვანია. უმრავლესობის ლიდერის განცხადებას პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა.

ჩიხრაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაში, არც ადრე და არც ამ ეტაპზე, ბუნდოვანი არაფერი ყოფილა.

”ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვერთვებოდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, თუმცა ვაპირებდით ჩართვას საერთო-სახალხო განხილვების ეტაპზე. ჩვენ პარლამენტისგან ველოდებით შემოთავაზებას, თუ როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი და რა შემადგენლობით იქნება კომისია. როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას განსაზღვრავს შემოთავაზებული ფორმატი. პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება კომისია, მუშაობა და შემადგენლობა და ამის შემდეგ იქნება ჩვენი პოზიცია გაცხადებული. ჩვენ შეთავაზებაში არაფერი ბუნდოვანი არ არის, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში. ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, თუ როგორი იქნება ეს შემოთავაზება, რა წესი განისაზღვრება კომისიის მიერ, ეს არის კომისიის გადასაწყვეტი. ეს შეთავაზება იცის მმართველმა ძალამ და თავად მათი მხრიდანაც იყო განცხადებები, რომ კარგია, რომ პრეზიდენტი განხილვებში აპირებს ჩართვას. პრეზიდენტის კამპანიაც ემსახურებოდა, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული განხილვებისთვის და არ ყოფილიყო ფორმალური, როგორც ეს ადრე ხდებოდა” - განაცხადა ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42