უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებას გიორგი კანდელაკი აფასებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძე შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის ცნობილი სიმბოლოა:
„ქალბატონი გვენეტაძე არის ერთერთი ცნობილი სიმბოლო შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემისა. როცა გრთამი იყო ერთადერთი გზა და ნორმა ცხოვრებისა ზოგადად, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროშიც მოღვაწეობდა სადაც გახსოვთ რომ საზოგადოებას უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება გრთამის გარეშე იყო შეუძლებელი.
ქალბატონმა გვენეტაძემ რითაც გაითქვა სახელი მოითხოვდა თავის დროზე რუსთავი2- ის ჟურნალისტების დაპატიმრებას იმისათვის რომ მათ ამხილეს მოქრთამე მოსამართლე და გადაუღეს თუ როგორ იღებდა გრთამს. ასე რომ დიდი ხანია ქალბატონი გვენეტეაძის სანდოობა არის ნულზე ქვემოთ და სრულიად სარწმუნოდ გამოიყურება მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები რომ იგი ამ შემთხვევაში დაკავებული იყო ერთერთ მნიშვნელოვან მოსამართლეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარეზე ზეწოლით“, - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






