"ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება"- თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 12:48, 03 May, 2017     1018
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა კომენტარი გააკეთა და კონგრესმენების წერილის მნიშვნელობა შეაფასა.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის 30 კონგრესმენი მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით, უპრეცენდენტო ფაქტია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რაც წერილშია დასმული. პირველ რიგში, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, და მეორე - ეს არის, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. ანუ ის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის დაიწყოს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ამავე წერილში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და წვლილი, რომელიც საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. ასე რომ, როგორც შინაარსობრივად იმ გზავნილების გათვალისწინებით, რაც ამ წერილშია მოცემული, ასევე თავად ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა კონგრესმენთა რაოდენობა, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს დიდად შეუწყობს ხელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წინ წაწევას, ასევე სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42