როგორც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან შემოთავაზებას ელოდება.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როდესაც პრეზიდენტმა კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში უამრავი შეხვედრა გაიმართ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
პრეზიდენტმა მაშინვე თქვა, რომ ის, საერთო სახალხო განხილვის პროცესში აქტიურად აპირებდა ჩართვას. მთელი ეს კამპანია სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო ინფორმირებული და საერთო სახალხო განხილვის პროცესი ყოფილიყო მართლაც საერთო სახალხო განხილვის პროცესი და არაფორმალობა, როგორიც საკონსტიტიციო ცვლილებების პროცესში არაერთხელ გვინახავს. ასე რომ ჩვენ პარლამენტისგან შემოთავაზებას ველით. ჩვენი მხრიდან საჯარო განცხადებები იყო და ბუნებრივია ამ განცხადებების ერთგულნი ვართ - განაცხადა "ნიუპოსტთან" ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისათვის, საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას, რომელმაც კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა განიხილოს, დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები






