„სახეზეა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები“ - უჩა ნანუაშვილი
პოლიტიკა - 10:20, 03 May, 2017     1303

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს. აღნიშნულ განცხადებებს უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციად აფასებს:

„ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდა,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მმართველი გუნდის განცხადბებს ომბუდსმენის მიმართ აფასებენ ოპოზიციის რიგებშიც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებენ:

„ურჩის კატეგორიაში ჰყავთ აყვანილი სახალხო დამცველი. ეს არის ძალიან საშიში ვითარება, როდესაც მმართველ ხელისუფლებას ვერ აუტანია კრიტიკა. ეს დავა აჩვენებს იმ უარყოფით ტენდენციას რომელიც ერთის მხრივ კონსტიტუციაშიც აისახა და მეორეს მხრივ პოლიტიკური შანტაჟის გზით ხორციელდება ყველა სახელმწიფო მოხელეზე,“-ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები:

„არის გარკვეული თემები, სადაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბატონ უჩას და მის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსთავი 2-ის თემასთან დაკავშირებით. არ იყო მითითებული, რომ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, უბრალოდ გარკვეული კითხვის ნიშნები იყო გამოთქმული მაგრამ ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი,“-აცხადებს სოფო კილაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42