მისი ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს დაემუქრა, რომ იუსტიციის საბჭოში მის მიერ შეთავაზებული კანდიდატი წარედგინა.
„ნინო გვენეტაძემ შენ ხომ დაგიბარა, ნათქვამი გაქვს ჩემთან, და თითი დაგიქნია, შენ თუ ჭკვიანად არ იქნები, ხომ იცი ლევან მურუსიძეს რა უნდა შენთვისო და მეც მივემხრობიო და ეს იყო თუ არა, როდესაც შენ ლევან მურუსიძეს უწევდი წინააღმდეგობას, მთელი კორპუსი მოსამართლეებისა გააერთიანე და კანდიდატს ამზადებდი შენ, რომ იუსტიციის საბჭოში შეგეყვანა და ნინო გვენეტაძემ ჩაგიშალა თუ არა ეგ პროცესი და გაძალებდა თუ არა ეკა გასიტაშვილის წარდგენას,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანი საქმის კურსშია, სად რა წილები მიდიოდა.
აღსანიშნავია, რომ „არჩევანის“ სტუდიაში მყოფმა მამუკა ახვლედიანმა, ხატიაშვილის მიერ გაჟრებული ინფორმაცია დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






